воскресенье, 29 ноября 2020 г.

ვარსკვლავბიჭუნა!!!!!!!




 ბიჭი ყოფილხარ!!!!!!!!!! 

 გამარჯობა, ვარსკვლავბიჭუნავ! 

გუშინვე ვერაფერი დავწერე, რადგან ეიფორიამ და შამპანურმა ერთად იმოქმედა 😁😁😁

ისე, ცოტა დაბნეული კი ვარ - მე მხოლოდ გოგო მყავს გაზრდილი და ბიჭთან ურთიერთობის გამოცდილება არ მაქვს. ხო და შენ მომეხმარები ახალ გამოცდილებაში :)

ახლა უფრო ადვილია შენთან ურთიერთობა :))))) უფრო მეტად გაგიცანი :)))))))))

"ვარსკვლავბიჭუნა" თავისით შეგარქვი :) კარგი პერსონაჟი კია და უცებ ამოტივტივდა ეს სახელი. 

მიხარია, რომ უკვე კარგად იქცევი - მშვიდად ხარ, თამუნაც კარგად გრძნობს თავს. ამაში დიდი წვლილია თამუნასიც, მაგრამ შენსასაც ვერ დაგიკარგავ 👶

ფოტოებს მშობლები ბევრს დაგახვედრებენ, მაგრამ ეს ნატურალურია, დაუმუშავებელი, ფილტრების გარეშე. 

წესით უფრო ნაკლები დაგრჩა დაბადებამდე, ვიდრე გამოიარე. გელოდებით თავის დროზე, შენ თვითონ მიხვდები💖💖💖







среда, 25 ноября 2020 г.

ნახევარი გზა

 



უკვე სიმინდის ხელა ხარ 👍👍👍 

და თან დაბადებამდე ნახევარი გზა უკვე გაიარე ყოჩაღად და მშვიდად 👍👍👍

ამ კვირაში ძალიან შეგეჩვიე, რაღაც სხვანაირად. გიორგი გაცივდა, თამუნა ჩვენთან რჩება და შესაბამისად, შენც 😀😀😀.

თამყნამ რამდენჯერმე ხელიც დამადებინა მუცელზე, როცა, როგორც თვითონ ამბობს, "ზემოთ იყავი ამოსული". მე იმდენად ფაქიზად შეგეხე, ხელით ვერც კი გიგრძენი, უფრო - შეგიგრძენი. მერე გარედან გაკოცე. ხომ იგრძენი? 😀😀😀

 რამდენიმე დღეში ველოდებით შენი სქესის ოფიციალურად გამოცხადებას! ძალიან ველოდები, რადგან ასე თითქოს უფრო წარმოგიდგენ. 




четверг, 12 ноября 2020 г.

ფორთოხლის წონის


ფორთოხლის წონა ბევრია თუ ცოტა? არ ვიცი 😍😍😍

დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ექიმი შენს სქესს დაადგენს! ძაალიან ველოდები, რადგან ასე უფრო ადვილი იქნება შენი წარმოდგენა. თითქოს გაგიცნობ. თუმცა ვიცი, დღეს ამას ვერ გავიგებ. დღეს თამუნაც კი არ გაიგებს, რომ მერე ნინომ სიურპრიზი მოაწყოს. ოოოჰ, როგორ ველოდები....

მინდა მადლობა გითხრა - საკმაოდ მშვიდი ხარ და "კარგად იქცევი" 😉😉😉. 


ხო, მართლა, ამდენ ხანს რომ არაფერი მომიწერია, მხოლოდ იმის ბრალია, რომ ბლოგზე ინტერფეისი შემეცვალა და შემაფერხა. შენზე რა თქმა უნდა, სულ ვფიქრობ, უფრო მეტსაც კი. აბა რა, უკვე ფორთოხლის წონის ხარ, ისევ ჟოლოსი ან ბლის კი არა 👌

🎁საჩუქარო💗

 გელოდებით! თამუნა და გიორგი უკვე ბლოკში არიან!  ფეხბედნიერი მოევლინე ამ ქვეყანას! შენც იბედნიერე და სხვებიც გვაბედნიერე!  ვეღარაფერს ვწერ. ...