вторник, 15 сентября 2020 г.

3,9 სმ

                                                               უკვე 3,9 სმ


გუშინ საღამოს პრინციპში გაგიცანი. ცალმხრივად 😅 ....


თამუნამ რომ მითხრა, სურათს ჩაგიგდებო, ისე დავიბენი, კინაღამ გადაიფიქრა 😉

და მერე მარტომ გიყურე და გიყურე..... ხან გავადიდე სურათი, ხან ცოტა ხნით გადავდე და მერე მოგიბრუნდი... 

არ ვიცი, მე რა სახე მქონდა მაგ დროს. სამაგიეროდ დათოს ქონდა უუუზომოდ კეთილი და თბილი ღიმილი. 


არა და 3, 9 სმ ხარ, თურმე 👍...

თამუნა კი შეგინახავს, მაგრმ.მეც შევინახავ აქაც.





суббота, 12 сентября 2020 г.

                                     

                                             ამ კვირაში ბალის ზომაო...... <3 





სულ ვფიქრობ შენზე...

ეიფორიამ თითქოს გამიარა, მაგრამ მაინც დაბნეული ვარ. ძნელია ვინმეზე ფიქრი, თუ ვერ წარმოიდგენ. შემიძლია წარმოგიდგინო უამრავნაირად, მაგრამ ვიცი, შენ იქნები შენ და არა ისეთი, მე როგორადაც წარმოგიდგენ. 

რაღაც განსხვავებული მინდოდა გამეკეთებინა შენთვის და სიტუაციამაც არ დააყოვნა. ხო და თამუნას და შენ გიძღვენით 

https://drive.google.com/file/d/1D39fJo7rbAMO3iFs8lnG4vBx_pUbDV-S/view?usp=sharing

ამით მინდა რჩევასავით გითხრა, რომ სურვილების ასრულება სწორედ შენზეა დამოკიდებული! გახსოვდეს და წარმატებები!!!




вторник, 1 сентября 2020 г.


 ჟოლოსხელაო.....

და ამ ჟოლოსხელამ ამომიყირავე ყოველდღიურობა!

გამარჯობა! 👶 ჯერ ჟოლოსხელავ! 

50 გრამიო..... და გულისცემას მოვუსმინეთო....

პირველმა ეიფორიამ ოდნავ გადამიარა, თითქოს....

თან დედაშენმა, არ თქვა ჯერო და ვარ ასე, ჟოლოსხელათი გონება და ემოცია სავსე!

ვიწყებ ფიქრს, როგორი  იქნები და მაშინვე ვხვდები ამ ფიქრის უაზრობას 😁

არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რა უნდა ვიფიქრო. ხო და, ის კი მოვახერხე, პირველი საჩუქარი გიყიდე - პირველივე, რაც მომეწონა. გამოგადგება. 

ვფიქრობ, რა დაგახვედრო. ჯერ - ჯერობით ეს ბლოგი იყოს. შევეცდები, რამე სასარგებლო და სასიამოვნო დაგიწერო ხოლმე. 

კიიიი, ვიცი, ჯერ ამას ვერ წაიკითხავ, მაგრამ რა უშავს? როცა მოგინდება, მაშინ წაიკითხავ და თან ასაკის მიხედვით შეგეძლება გადააფასო. კი არა და, შენ რომ ამას წაიკითხავ, ალბათ ბლოგი სასაცილო თემა იქნება, მაგრამ ახლა არაა ასე 😂

მთავარი, რაც მინდა გახსოვდეს - ბედნიერებას არ სჭირდება წინაპირობა (ჯერ ხარისხს დავიცავ, ოჯახს შევქმნი, კარიერას ავიწყობ....). ბედნიერი ყოველთვის შეგიძლია იყო! ეს დიდი ნიჭია - დააფასო ის, რაც გაქვს! ხო და, ამ ნიჭს გისურვებ! 

🎁საჩუქარო💗

 გელოდებით! თამუნა და გიორგი უკვე ბლოკში არიან!  ფეხბედნიერი მოევლინე ამ ქვეყანას! შენც იბედნიერე და სხვებიც გვაბედნიერე!  ვეღარაფერს ვწერ. ...