воскресенье, 4 апреля 2021 г.

🎁საჩუქარო💗

 გელოდებით!

თამუნა და გიორგი უკვე ბლოკში არიან! 

ფეხბედნიერი მოევლინე ამ ქვეყანას! შენც იბედნიერე და სხვებიც გვაბედნიერე! 

ვეღარაფერს ვწერ. ძალიან დიდი ემოციაა! 

გელოდებით! 

აბა შენ იცი,  ჩვენო საჩუქარო 

😘🎁💗

суббота, 6 марта 2021 г.

1 თვე

 დაახლოებით ერთი თვე დარჩა . გელოდებით გულის ფანცქალით! 

სულ სხვა საკითხებზე გადავერთეთ. აგირჩიეთ და შევიძინეთ საწოლი, მისი ლეიბი და ლეიბია დამცავი, ეტლი, ქარსითი, ტანსაცმელი და კიდევ ბევრი რამ. ძალიან მომწონს ეს პროცესი. მადლობა შენ! 

ძალიან ვჩქარობდი, არავინ დამასწროსთქო და აი, პირველი სათამაშოებიც გიყიდე 💗.


ეს პირველი სარაჩხუნოები 😀

უკვე ისეთი შესამჩნევი და ხელშესახები ხარ, შეგეჩვიე. ამას წინათ მე და თამუნა ერთ სავარძელში ვისხედით და ისე გაიფართხალე, ხელის დადების გარეშე ვიგრძენი. თვალით რომ ჩანს, ამაზე აღარაფერს ვამბობ 😀😀😀
კიდევ სახლში მოსაყვანი ტანსაცმელიც დიდხანს ვარჩიე და ეს შევარჩიე 

 
დიდი სიამოვნებით გიმზადებ ყველაფერს. ბუშტებიც კი ვიყიდე, დიდი პარტია. თითქოს ყველაფერი მოვამზადე და გუშინ აღმოვაჩინე, რომ ახალშობილის ალბომი არ მიყიდია. არა და ირგვლივ იმდენს ვაჩუქე... თამუნამ სიცილი დაიწყო, დაიცადე, არ იყიდო ჯერ, იქნებ სხვასაც უნდა რამე აჩუქოსო 😀😀😀 და გავჩერდი 😘.

 იდეები კიდევ ბევრი მაქვს, არ მოგაწყენ. 

გელოდებით დროულად 😘

 


суббота, 9 января 2021 г.

ტუჩები 💗


 შენ რომ ამას წაიკითხავ, ალბათ სასაცილოც იქნება ის, რაც ახლა გვაოცებს. ახლა წარა-მარა შენი ექოსკოპიის ფოტოს ვუყურებ. ხმამაღლა ვამბობ, სად წავიდა მეცნიერება, რა მაგარია მეთქი. სინამდვილეში ამით ჩემს უსაზღვრო აღფრთოვამებას ვნიღბავ 😀😀😀. 

ტუჩებმა გადამრია!!!! ახლა ბორჯომში ვარ, მარტო არ ვარ და "გიჟი ბებიას" იარლიყი რომ ავიცილო, ჩუმ-ჩუმად გიყურებ ხშირად. 

ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი, მაგრამ ამ ფოტოზე თითქოს მარჯვენა ჰემისფერო უფრო განვითარებული გაქვს ანუ მეტად გექნება მიდრეკილება ხელოვნებისადმი, განვითარებული ინტუიცია და მსგავსი უნარები. ლოგიკას მშობლები შეგაჩვევენ და აწყობილი გვაქვს საქმე 😘😘😘. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. 

ისე, უკვე ჩვენამდე მოსასვლელი გზის 2 მესამედი გავლილი გაქვს და მხოლოდ 1 მესამედიღა დაგრჩა. 

ფეხბედნიერი მოსულიყავი, ჩემო ერთადერთის პირველო😘😘😘😘😘


четверг, 31 декабря 2020 г.

ახალი წელი

 ახალი წლის ღამეა! მერე შენც


მოგიყვებიან, რომ რთული წელი იყო დედამიწელებისთვის. მე ისედაც მჩვევია ყოველი წლის შეჯამება და მადლობის გადახდა, მაგრამ ეს წელი ჩემთვის განსაკუთრებული იყო- შენ გელოდები! 💗

რატომღაც სახლს განსხვავებულად ვრთავ ხოლმე, არა მხოლოდ ნაძვის ხით. წელს სხვა დეკორაციებთან ერთად "წიქარაც" მოვრთე. ბევრი არც მიფიქრია, ბიჭი მოვრთე, შენი მოლოდინით. მერე აღმოვაჩინე, რომ თან ხარის წელი მოდის. 

საოჯახო ფოტოსთან ახლოს ვარსკვლავბიჭუნაც დავკიდე 😄. 

შემდეგ ახალ წელს უკვე ჩვენთან იქნები. გელოდებით! ფეხბედნიერი მოდი ამქვეყნად! 

🌲🌲🌲🌲🌲🌲🌲🌲🌲🌲🌲🌲

воскресенье, 29 ноября 2020 г.

ვარსკვლავბიჭუნა!!!!!!!




 ბიჭი ყოფილხარ!!!!!!!!!! 

 გამარჯობა, ვარსკვლავბიჭუნავ! 

გუშინვე ვერაფერი დავწერე, რადგან ეიფორიამ და შამპანურმა ერთად იმოქმედა 😁😁😁

ისე, ცოტა დაბნეული კი ვარ - მე მხოლოდ გოგო მყავს გაზრდილი და ბიჭთან ურთიერთობის გამოცდილება არ მაქვს. ხო და შენ მომეხმარები ახალ გამოცდილებაში :)

ახლა უფრო ადვილია შენთან ურთიერთობა :))))) უფრო მეტად გაგიცანი :)))))))))

"ვარსკვლავბიჭუნა" თავისით შეგარქვი :) კარგი პერსონაჟი კია და უცებ ამოტივტივდა ეს სახელი. 

მიხარია, რომ უკვე კარგად იქცევი - მშვიდად ხარ, თამუნაც კარგად გრძნობს თავს. ამაში დიდი წვლილია თამუნასიც, მაგრამ შენსასაც ვერ დაგიკარგავ 👶

ფოტოებს მშობლები ბევრს დაგახვედრებენ, მაგრამ ეს ნატურალურია, დაუმუშავებელი, ფილტრების გარეშე. 

წესით უფრო ნაკლები დაგრჩა დაბადებამდე, ვიდრე გამოიარე. გელოდებით თავის დროზე, შენ თვითონ მიხვდები💖💖💖







среда, 25 ноября 2020 г.

ნახევარი გზა

 



უკვე სიმინდის ხელა ხარ 👍👍👍 

და თან დაბადებამდე ნახევარი გზა უკვე გაიარე ყოჩაღად და მშვიდად 👍👍👍

ამ კვირაში ძალიან შეგეჩვიე, რაღაც სხვანაირად. გიორგი გაცივდა, თამუნა ჩვენთან რჩება და შესაბამისად, შენც 😀😀😀.

თამყნამ რამდენჯერმე ხელიც დამადებინა მუცელზე, როცა, როგორც თვითონ ამბობს, "ზემოთ იყავი ამოსული". მე იმდენად ფაქიზად შეგეხე, ხელით ვერც კი გიგრძენი, უფრო - შეგიგრძენი. მერე გარედან გაკოცე. ხომ იგრძენი? 😀😀😀

 რამდენიმე დღეში ველოდებით შენი სქესის ოფიციალურად გამოცხადებას! ძალიან ველოდები, რადგან ასე თითქოს უფრო წარმოგიდგენ. 




четверг, 12 ноября 2020 г.

ფორთოხლის წონის


ფორთოხლის წონა ბევრია თუ ცოტა? არ ვიცი 😍😍😍

დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ექიმი შენს სქესს დაადგენს! ძაალიან ველოდები, რადგან ასე უფრო ადვილი იქნება შენი წარმოდგენა. თითქოს გაგიცნობ. თუმცა ვიცი, დღეს ამას ვერ გავიგებ. დღეს თამუნაც კი არ გაიგებს, რომ მერე ნინომ სიურპრიზი მოაწყოს. ოოოჰ, როგორ ველოდები....

მინდა მადლობა გითხრა - საკმაოდ მშვიდი ხარ და "კარგად იქცევი" 😉😉😉. 


ხო, მართლა, ამდენ ხანს რომ არაფერი მომიწერია, მხოლოდ იმის ბრალია, რომ ბლოგზე ინტერფეისი შემეცვალა და შემაფერხა. შენზე რა თქმა უნდა, სულ ვფიქრობ, უფრო მეტსაც კი. აბა რა, უკვე ფორთოხლის წონის ხარ, ისევ ჟოლოსი ან ბლის კი არა 👌

🎁საჩუქარო💗

 გელოდებით! თამუნა და გიორგი უკვე ბლოკში არიან!  ფეხბედნიერი მოევლინე ამ ქვეყანას! შენც იბედნიერე და სხვებიც გვაბედნიერე!  ვეღარაფერს ვწერ. ...